120 წელი ამერიკასა და ევროპაში გურული მოჯირითეების მოგზაურობიდან - ირაკლი მახარაძე: "თუ ხარ გურული, უნდა იყო ქართველი, თუ ხარ ქართველი უნდა იყო გურული"
ღონისძიებაზე სტუმართა შორის ვერ შევნიშნეთ, ქართული კულტურის მუზეუმის დირექტორი და ლაჩხუთელებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჟურნალისტი, გიორგი კალანდია, რომელიც ლანჩხუთს ხშირად სტუმრობს. შემდგომ აგვიხსნეს, რომ ის საზღვარგარეთ იმყოფება, ღონისძიებაზე ჩამოვიდნენ: ქართული კულტურის მუზეუმის ლაბორატორიის გამგე ირინა დუდაური; ირანში საქართველოს კონსული რუბენ მორგოშია; ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გოდერძი ტოტოჩავა; ყოფილი დირექტორი, ამჟამად ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში ბუნების განყოფილების გამგე ლამარა გულორდავა; ცნობილი არქეოლოგი ნინელი ვაშაკიძე;. ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუზეუმების ხელმღვანელები და, რაც მთავარია, გურული ცხენოსნობის შთამომავლები. უმრავლესობას კი ლანჩხუთელები წარმოადგენდნენ. ღონისძიების პარალელურად გურულ `კრიმანჭულს~ გვთავაზობდნენ ლანჩხუთის კულტურის ცენტრში არსებული ქართული სიმღერისა და გალობის სახელოსნოს მოსწავლეები და `მხედრები~ ლოტბარ ავთანდილ მახარაძის თაოსნობით.
`პირველი ჯგუფი გავიდა 1892 წელს. 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფები გადიოდნენ. სულ გავიდა 150-მდე მხედარი. უმრავლესობა ლაჩხუთელები იყვნენ. ოზურგეთიდანაც გახლდათ ჯგუფი ივანე მახარაძის ხელმძღვანელობით. ჩვენთან უფრო მეტმა ექსპონატმა მოიყარა თავი. დიდი ხანია, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ირაკლი მახარაძე არის ჩვენი მუზეუმის დიდი მეგობარი. აქ არის გადაღებული მისი ფილმი `უალდ ვესთის მხედრები~. უკვე 15 წელია ვთანამშრომლობთ და ამიტომ ერთობლივად გადავწყვიტეთ, ეს ღონიძიება გაკეთებულიყო ჩვენთან~, _ გვითხრა მუზეუმის ხელმძღვანელმა ნონა იმნაძემ.
_ კინორეჟისორი, მკვლევარი, ავტორი წიგნებისა ,,გურული მხედრები ამერიკაში~, `ერთი მუჭა ვესთერნი~, `გურული ფირალები~ და, რაც მთავარია, ჩვენი დიდი მეგობარი ირაკლი მახარაძე! _ ასე წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას ბატონი ირაკლი ქალბატონმა ნონა იმნაძემ.
ბატონი ირაკლი მახარაძის წვლილი ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მართლად დიდია. მან ჯერ ლანჩხუთის მუზეუმში დაცული ექსპონატები თავის წიგნში ,,უალდ ვესთის მხედრები~ გამოიყენა, ხოლო შემდეგ ამ მასალებზე დაყრდნობით ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო.
ირაკლი მახარაძე: დღეს შესრულდა 120 წლისთავი, რაც გურული მოჯირითეები პირველად გავიდნენ საზღვაგარეთ საჯირითოდ, ჯერ ინგლისში შემდეგ ამერიკაში. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შოუს მფლობელს ბაფალო ბილის ურჩია მარკ ტვენმა, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, შეერჩია მთელ მსოფლიოში ცხენოსნები. მან მართლაც მიიღო ეს წინადადება. გურულებმა ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ამერიკელ კოვბოებზე. როგორც თავად ამერიკელები წერენ, მათ ასწავლეს ეს ჯირითი და ტრიუკები. რაც მთავარია, თანამედროვე ამერიკაში იციან ამის შესახებ. ბევრი წიგნი გამოდის. ძალიან ბევრი ჩემი წიგნის ციტირებასაც კი აკეთებს. ინგლისურადაც გამოვუშვი ეს წიგნი. ისინი უკვე წერენ, რომ ეს ცხენოსნები რუსი კაზაკები კი არა, ქართველები არიან, გურიიდან. Fილმი, რომელიც აქ იყო დღეს წარმოდგენილი, გადავიღეთ 15 წლის წინათ და ამ ფილმს ქვია `უალდ ვესთის მხედრები~ ანუ ველური დასავლეთის მხედრები. მაშინ დავიწყე სწორედ კვლევა-ძიება.. დღეს უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ გურულებმა ასწავლეს ჯირითი ამერიკელ კოვბოებს. გურულები განსაკუთრებული ხალხია. თუ ხარ გურული, უნდა იყო ქართველი, თუ ხარ ქართველი, უნდა იყო გურული. იდეა მაქვს, რომ დაავაარსოთ ფონდი, რომლის შემოწირულობებით, გურულ მხედრებს ძეგლს დავუდგამთ და ამით პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას. ეს კი თავისთავად ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვასაც. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ლანჩხუთის ადგილობრივ ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის~- აღნიშნა მან.
ღონისძიების დასასრულს მნიშვნელოვანი გამოფენის მომსწრე გავხდით. მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო აწ განსვენებული, თვითნასწავლი მხატვრის დიმიტრი გოგუაძის (`წყალწმინდელის~) ნამუშევართა გამოფენა.
ესმა ბერიძე
30.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“ |